ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც ვარდოსანიძე დააკავეს ფულად ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
“მე უშუალოდ ბექას ვახლდი თან, პოლიციაში შევედით, მოგვიწია ცოტახანი ლოდინი, ვერ წარმოგვედგინა რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია, ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით იქ ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა მერე, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას, მაქსიმალურად შევეცდებით დავიხსნათ ბექა დროებითი დაკავების იზოლატორიდან” – ამბობს ბექა ვარდოსანიძის ადვოკატი თემურ ლომიძე.