LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერანაირი არითმეტიკით 3.50 ლარი რეგულარი ვერ გახდება“ – გაძვირდება თუ არა საწვავი 4 ლარამდე

137
ipiccy-image

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე საწვავის ფასების მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს და ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.

საკითხზე ვანო მთვრალაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოიმატებს.

„წლის დასაწყისიდან ნავთობინდუსტრია ერთადერთია, სადაც ფასი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასი იზრდება, საქართველოში ფასი სტაბილური და უცვლელია. ეს არის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია საქართველოზე მყისიერად არ აისახება. რეგულარის ტიპის საწვავი, რომლის მომხმარებელი მოსახლეობის 70%-ია, უახლოეს დღეებში 3-5 თეთრით გაიზრდება. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფასის დაკორექტირებას მატებისკენ 25 თეთრით ველოდებით“, – აღნიშნა „პალიტრანიუსის“ ეთერში ვანო მთვრალაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ვერანაირი არითმეტიკით 3.50 ლარი რეგულარი ვერ გახდება.

„ფასები ჯერ 5 თეთრითაა გაზრდილი, ისიც რიგ გასამართ სადგურებზე და არა ყველგან“, – განაცხადა ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g