პრინცი ფილიპის დაკრძალვის დღეს „ბიბისიმ“ დოკუმენტური ფილმების მთელი სერია მიუძღვნა ედინბურგის ჰერცოგს. ერთ-ერთი ფილმიდან ცნობილი გახდა, როგორი თბილი ურთიერთობა ჰქონდა პრინც ფილიპს პრინცესა დაიანასთან, მათ შორის განქორწინების შემდეგაც. როგორც ფილმში ყვებიან, ლეიდი დი ფილიპს ბოლო დღემდე ეკონტაქტებოდა, თავის მხრივ ფილიპი ბოლო წუთამდე ცდილობდა ჩარლზისა და დაიანას ქორწინების გადარჩენას.
დოკუმენტური ფილმის მსვლელობისას ცნობილი გახდა ფილიპის მიერ დაიანასთვის მიწერილი, აქამდე უცნობი წერილის შესახებ, სადაც ის დაიანას პრინც ჩარლზთან შერიგებას სთხოვდა: „მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენი და ჩარლზის ურთიერთობა გადავარჩინო. ვერასოდეს შევეგუები, რომ შენ მიგატოვა და კამილასთან წავიდა“ – წერდა პრინცი ფილიპი დაიანას.