“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით გამართულ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიესალმებიან ყველას, ვინც აქციაზეა, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ყველგან ვერ გაიქცევიან.
როგორც ბარამიძემ “იმედის კვირასთან” საუბრის დროს აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს არავინ ედრება და ვერც დავით აღმაშენებელს შეედრება ვინმე და ვერც თანამედროვე დავით აღმაშენებელს მიხეილ სააკაშვილს:
“რამდენი ადამიანიცაა, ყველას მივესალმებით, მაგრამ ყველგან ვერ გაიქცევიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და ყველგან ვერ იდგებიან, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს აქცია ან მისი მომწყობები არ მოგვწონს…
არავინ ედრება მიხეილ სააკაშვილს. ძალიან კარგი იქნება შევედაროთ და გვინდა ასეთები ვიყოთ, მაგრამ ობიექტურად, ვერც დავით აღმაშენებელს შეედრება ვინმე და ვერც თანამედროვე დავით აღმაშენებელს მიხეილ სააკაშვილს,” – განაცხადა ბარამიძემ.