უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
როგორ ის სოციალურ ქსელში წერს, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი.
“დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!”- წერს ვერეშუკი.