გამოცემა ,,ვერიეთიმ” 2020 წელს გამოსული ყველაზე პოპულარული ფილმების სია გაავრცელა. მონაცემები, ScreenEngine/ASI-ს კვლევაზე დაყრდნობი შედგა, რომელმაც 13-64 წლის, 1200 მაყურებლის მონაცემები შეისწავლა.
პირველ პოზიციაზე მიუზიკლი „ჰამილტონი“ გავიდა, მისი პრემიერა Disney+-ზე ივლისში შედგა. მთავარი როლს ლინ-მანუელ მირანდა ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში ძირითადად ფერადკანიანი მსახიობები თამაშობენ სიუჟეტი ცნობილი პოლიტიკოსის ცხოვრების ირგვლივ ვითარდება.
მეორე ადგილზე კომედია „ბორატი 2“ განთავსდა, რომლეშიც მთავარ როლს საშა-ბარoნ კოენი ასრულებს, ის 2006 წელს გამოსული ფილმის გაგრძელებაა.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: „ჩემი ჯაშუში“, „ევაკუაცია“, „ფინესი და ფერბი: კენდისი სამყაროს წინააღმდეგ“, „მულანი“,„ძველი გვარდია,ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“, „ალქაჯები“ და „შეყვარებულები“.
სრულ სიას შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გაეცნოთ.