კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული მსახიობების – ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
სპექტაკლი სახელწოდებით „ვერიკო და სესილია“ სსიპ შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.
სპექტაკლი ერთი საგრიმიოროს მიღმა უჩვეულო და საინტერესო ამბების გარშემო ვითარდება, ამ ამბებს კი მაყურებელს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე მოუთხრობს.
სპექტაკლის რეჟისორია ნიკა ჩიკვაიძე. სცენარის ავტორები – ანანო მირიანაშვილი და ნიკა ჩიკვაიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები – ეკა ჩხეიძე, ქეთი ჩხეიძე, ეკა მჟავანაძე, ლეო ანთაძე, ვალერი კორშია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები: კესო ავალიშვილი, მარიამ ჩანგელია, თორნიკე მიქაძე, რაჟდენ ლაღაძე, ლევან მიქაბერიძე, სანდრო ფოლოდაშვილი, ნინო ჯალაღანია, მარიამ ბერუაშვილი.
🎭 🪞 სსიპ შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლი სახელწოდებით “ვერიკო და სესილია”…
Posted by შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia on ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025
