LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრემიერა მაისში შედგება: „ჩავწერე ტანგო აზიური ელემენტებით და ამან ძალიან საინტერესო ამბავი მოახდინა…“

220
ვერიკო

ვერიკო ტურაშვილი მაისში საზოგადოებას ახალ კლიპს შესთავაზებს.

სიმღერა უკვე მზადაა და როგორც ვერიკომ fortuna.ge-ს უთხრა, ის ტანგოს სტილშია.

ვერიკო ტურაშვილი: 

„მაქვს ახალი სიმღერა. ტექსტის ავტორი არის ნანა ცინცაძე. კლიპი უკვე გადავიღეთ და მასზე იმუშავეს ბაქა შარაშენიძემ და გიორგი ცაავამ. ვიდეოს პრემიერა მაისის დასაწყისში შედგება. ვაპირებ ტელეპრემიერასაც და პრეზენტაციაც.

სიმღერის არანჟირება ეკუთვნის რომა გიორგაძეს. ინსტრუმენტალი ჩაიწერა როგორც საქართველოში, ასევე სტამბოლში. მასტერინგი გააკეთა ალეკო ბერძენიშვილმა.

სიმღერა არის ტანგოს სტილში.

კლიპში იცეკვებ კიდეც?

მე არა, მაგრამ მოცეკვავეები არიან. ეს არის ტანგო აზიური ელემენტებით და ამან ძალიან საინტერესო ამბავი მოახდინა. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ეს კლიპი და როდის მოისმენს ჩემი მსმენელი, ძალიან მაინტერესებს მათი შეფასებები.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ვიდეო: ვერიკო ტურაშვილი რაფაელა კარად გარდაისახა და ცნობილი სიმღერა ქართულ ენაზე შეასრულა

„ცეცხლი“ – ვერიკო ტურაშვილმა ახალ ფოტოსესიაში გაიბრწყინა

ვიდეო: ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრემიერა სიმღერაზე „ამან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები