ვერიკო ტურაშვილი უფროსი ქალიშვილის, ლიზა ბერუჩაშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სკოლის ეზოშია გადაღებული. დღეს ლიზამ სკოლა დაამთავრა, როგორც ბედნიერი დედიკო წერს, ოქროს მედალზე. ვერიკო აღნიშნავს, რომ ეს ამბავი ძალიან გაახარებდა ლიზას მამას, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა…
„ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა დღეს ლიზამ. წესიერია, უბრალოდ, სურათში არ ეტყობა))) მამამისი სიხარულისგან გააფრენდა, ეგეც ვიცი… გილოცავ, დედუტა.ღმერთმა სიკეთე და იღბალი მოგცეს მთელი ცხოვრება“.