LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგონა ყბა მიმრუდდებოდა, ხელით ვიჭერდი” – ვერიკო ტურაშვილი პანიკურ შეტევებზე

269
BeFunky-collage - 2023-05-31T231319.976

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკას” ეთერში ვერიკო ტურაშვილი პანიკურ შეტევებზე და გამოვლილ რთულ პერიოდზე საუბრობს.

როგორც მომღერალი იხსენებს, ყველაფერი 2011 წელს დაიწყო და სხვადასხვა შიშების გამო ბევრი წლის მანძილზე იტანჯებოდა.

„ზუსტად ადგილი აღარ მახსოვს, მაგრამ ემოცია დამამახსოვრდა. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვყლაპავ ნერწყვს და შევამჩნიე, რომ გამიჭირდა. ჩვეულებრივ ადამიანები ასეთ ნიუანსებს არ ვაკვირდებით ხოლმე. აქედან დაიწყო ჩემი საშინელი შიშები, რომელიც ძალიან ბევრი წელი მტანჯავდა. ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. თავიდან არ ვიცოდი  რა მჭირდება და მეგონა ყელი მიშუპდებოდა. მეგონა, რომ ყბა მიმრუდდებოდა, ხელით ვიჭერდი და მივმართავდი სპეციალისტებს.

პანიკური შეტევის დროს სიგიჟეების კეთება მახასიათებს. გავდივარ და ბევრ რამეს ვყიდულობ. ამას ძალით არ ვაკეთებ, ავტომატურად ხდება. ბოლოს ძლიერი შეტევა მქონდა და ჩემს უფროს შვილს ვთხოვე, მიშველე მეთქი. ბოლოს ჩემმა ერთმა მეგობარმა ფსიქიატრთან დაუკითხავად ჩამწერა და გადამარჩინა. მედიკამენტების მიღების შემდეგ აღარ მქონია და ხანდახან მახსენებს ხოლმე თავს”, – საუბრობს ვერიკო ტურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები