LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერმუტზე, ბრენდსა და ცქრიალა ღვინოებზე საახალწლო ფასდაკლება დაიწყო

104

”შაბოს’’ ბრენდ მაღაზია 1 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მომხმარებელს გრანდიოზულ საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლება ვრცელდება უმაღლესი ხარისხის ვერმუტზე, ბრენდსა და ცქრიალა ღვინოებზე. ასევე ნებისმიერ შენაძენზე კლიენტს საჩუქარად გადაეცემა ”შაბოს’’ 10%-იანი ფასდაკლების ბარათი.

მათივე ინფორმაციით, ”შაბოს” ბრენდ მაღაზიაში ცქრიალა ღვინოების ფასი 7 ლარიდან იწყება, ვერმუტების კი – 8 ლარიდან. ამას გარდა, მაღაზიაში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ”შაბოს” პროდუქცია და შეარჩიოს მისთვის სასურველი ალკოჰოლური სასმელი სასაჩუქრე პარკით.

”შაბო” მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო კონკურსში, სადაც 300-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ლონდონის, ბორდოს, დიუსელდორფისა და სხვა საეთაშორისო დეგუსტაცია-გამოფენები. მაღალი ხარისხის მიღწევაში ”შაბოს” მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია ეხმარება, რომელიც კონსულტაციას უწევს მოწინავე ფრანგულ შატოებს”, – განაცხადეს კომპანიაში.

”შაბოს” ბრენდ მაღაზია მდებარეობს ვაჟა ფშაველას გამზ. N 12-ში. მაღაზია მომხმარებელს ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია ”შაბოს”: ცქიალა ღვინოები, ვერმუტები, კონიაკები, კლასიკური დარეზერვული ღვინოები, ასევე უკრაინული არაყი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g