LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერსალის აქამდე უცნობი ადგილი – როგორი იყო ლუი XIV-ის საყვარელი საცხენოსნო არენა (ფოტო)

698
VERSALI 8

ვერსალის სასახლის დიდებული და მდიდრული დარბაზები, ინტერიერი და ბაღები ლეგენდარულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ლუი XIV-ის ცხენების თავლაზე, რომელიც 2000-მდე ცხენს იტევდა.

ეს ადგილი სასახლის იმ არქიტექტორმა მოაწყო, რომელსაც ვერსალის სარკეებიანი დარბაზის დიზაინი ეკუთვნის. ის 1679-1682 წლებში შენდებოდა და ყველაზე დიდი საცხენოსნო არენა გახლდათ. 

წვეულება ვერსალში - 600-ზე მეტმა სტუმარმა მე-18 საუკუნის მოდა გააცოცხლა (ფოტოები)

რა ღირდა ვერსალში შუა საუკუნეების წვეულებაზე დასწრება

მოგვიანებით ეს ადგილი ხელოვნების დარბაზად გადაიქცა, სადაც მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ არისტოკრატები, რათა ექსტრავაგანტული სპექტაკლებისთვის ეყურებინათ. აქ იმართებოდა ცეკვები, ფარიკაობა და სხვა აქტივობები.

ცხენის სადგომები, საკვები და დასაბანი ოთახები ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ კომპლექსის “გვირგვინია” ღია არენა, სადაც მდიდრული ფიჭვის ხის კედლებია, ისინი სარკეებითაა დეკორირებული, რაც ვიზუალურად სასახლეს უფრო ადიდებს.
ათეულობით შანდალი არენას ჭერს ბრწყინვალებას აძლევს.
ლუი XIV- ს ესმოდა, რომ ხელოვნება უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ხელოვნება: ცეკვა, ფარიკაობა და სხვა ასეთი აქტივობები მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბალეტი პირველად იტალიაში განვითარდა, “მეფე მზის” სასახლეში ბალეტის ცეკვის სპეციალისტები ჩამოჰყავდათ, რომლებიც სამეფო კარზე გაკვეთილებს ატარებდნენ.

La Grande Écurie-ს საკუთარი ორკესტრიც ჰყავდა, რომელსაც მხოლოდ საღამოების აკომპანიმენტი კი არ ევალებოდა, არამედ ის აკრობატებისა და მსახიობების მოძრაობის მთავარი გიდი იყო.
La Grande Écurie საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორ უნიკალური ფრანგული სტილის ფარიკაობის, ბალეტისა და ცხენებით ჯირითის ადგილი.

სასახლე და ვერსალის ბაღები, რომელიც La Grande Écurie-ც მოიცავს, იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.
დღეს ცხენების თავლა ვერსალის საცხენოსნო აკადემიად გადაიქცა. მისმა ხელმძღვანელმა – ბარტაბასმა აკადემია 2003 წელს დააფუძნა, რათა სასახლის ტრადიციები შეენარჩუნებინა.

“აქ დიპლომების სამი ხარისხია. ერთი – როგორც სტუმრის დიპლომი, ის ეძლევა პირს, რომელმაც ცოდნა მიიღო ცხენებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში, მეორე დიპლომი გაიცემა, როცა სასახლის მდიდარ ისტორიას და გარკვეულ ინსტრუქციებს შეისწავლიან, მესამე კი უკვე ბალეტის, ფარიკაობისა და ჯირითის შესწავლისას გაიცემა“, – ამბობს აკადემიის ხელმძღვანელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g