საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ
