„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში“, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ, რომელმაც ახლახან პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა.
ახალი პარტიის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, კონფლიქტოლოგი აკია ბარბაქაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და პიარ-მენეჯერი ხატია ბაკურაძე.
„ჩვენ“ დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ საქართველოსთვის.
„ჩვენ“ – ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის. ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – თქვა დავით ქაცარავამ.