LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვესტელში” 11 მარტიდან საგაზაფხულო აქცია იწყება

210

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ”ვესტელში” ხვალიდან საგაზაფხულო ფასების აქცია იწყება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

”აქციის ფარგლებში ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს 6-კილოგრამიანი ენერგოეფექტური სარეცხი მანქანა  559 ლარად , კომბინირებული გაზქურა – 599 ლარად, ხოლო ტელევიზორი 102სმ დიაგონალით 777 ლარად”, – განაცხადეს ”ვესტელში”.

მათივე ინფორმაციით, შენაძენის მიტანა და მონტაჟი უფასოდ მოხდება. პროდუქციას მოყვება 5 წელი უფასო საგარანტიო მომსახურება, ასევე მოქმედებს 24-თვემდე 0%-იანი განვადება.

კომპანია ”ვესტელი” ქართულ ბაზარზე 16 წელია წარმოდგენილია. კომპანია საქართველოში ფლობს 12 მაღაზიასა და 50 სადილერო ქსელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები