ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ჟურნალ OK-სთან ინტერვიუში მშობლად ყოფნის ბედნიერებასა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, მისი როგორც მამის მოვალეობაა, შვილს მოსიყვარულე და წესიერ ადამიანად გახდომაში დაეხმაროს.
“მგონი ისე ხდება, რომ მშობლობაზე, მშობლის პასუხისმგებლობასა და მშობლად ყოფნის ბედნიერებაზე მანამდე უფრო მკაფიო წარმოდგენა გაქვს, სანამ შენს ცხოვრებაში შვილი გაჩნდება.
ჯერ ეიფორიაში ხარ, ნელ-ნელა კი ხვდები, რომ პასუხისმგებლობა სერიოზული და ყოველდღიურია, ბედნიერების განცდა კი იმაზე ბევრად ამაღლებული, ვიდრე წარმოგედგინა.
ვფიქრობ, ჩემი როგორც მამის მოვალეობაა, რემედიოსს დავეხმარო გახდეს წესიერი მოქალაქე, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი და, რაც მთავარია, ბედნიერებისკენ სვლაში ხელი არ შევუშალო”, – საუბრობს დათო გორგილაძე.
ფოტოს ავტორი: ჟურნალი OK
ვიდეო: რით გააღიზიანა ქეთათო დათო გორგილაძემ: „შენ ის არ ხარ, ჩემზე რომ ღადაობდი?“