ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანს „გაირიცხება“, „გამოირიცხება“ – ეს განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარემ ეკა ბესელიამ პარტიიდან მისი შესაძლო გარიცხვის კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, რასაც კობახიძე უწოდებს გუნდურობას, რომ საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდე კოლეგას, ეს მან პირველმა დაარღვია.
“კობახიძესთან ერთად, როგორც ჩანს, მისივე თხოვნით და დავალებით იგივე გაიმეორა ოხანაშვილმა, კილაძემ, მდინარაძემ, კუჭავამ. ის, რაც მე ვთქვი ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე, მათ გააკრიტიკეს საჯაროდ. აქ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას – როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი. ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მითუმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?” – აღნიშნა ბესელიამ.