ეპისკოპოსი საბა ინწკირველი რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ეპისკოპოსი გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს:
“მინდა გამოვეხმაურო და საჯაროდ დავგმო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!
მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვგმობ უკრაინაში წამოწყებულ ომს, ომს რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის და ცრემლის მომტანია!
ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, 21-ე საუკუნეში ცივილიზებულ სამყაროს უწევდეს იმ გამოწვევასთან გამკლავება და თანამედროვე რესურსის ხარჯვა, რაც ომს და მის შემდგომ კრიზისს ახლავს!
მე და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ღვთივდაცული ეპარქია, სამღვდელო და სამონაზვნო დასი აღვავლენთ ლოცვებს მრავალმოწყალე ღმერთის მიმართ, რათა შეწყდეს ომი და დამყარდეს მსოფლიოში მშვიდობა! ამინ
ჩრ. ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)”, – წერს ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი
ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე
კუჭავა: ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, დიდება უკრაინას
ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია
კობახიძე: ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა