ვგმობთ მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის შეფერხებას და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!, – ამის შესახებ „კომაროვის სკოლის“ მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა მანიფესტშია საუბარი.
მანიფესტს ამ დროისთვის, ხელს 600-მდე პირი აწერს.
„კომაროვის სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ჩვენს ამჟამინდელ თუ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეთა და სამშობლოს წინაშე, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის ნებისმიერი ფორმით შეფერხებას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!”, – ნათქვამია მანიფესტში.