LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიჩქაროთ ნელა“ – 5 რჩევა დღის საუკეთესოდ დასაწყებად, რომ უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები გავხდეთ

410
stresi-news23242

თანამედროვე ცხოვრების გიჟური რიტმი ძალიან ხშირად მუდმივი სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება. იმისათვის, რათა ვიყოთ უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები, რაც სამომავლოდ ძალიან წაადგება ჩვენი ცხოვრების ხარისხს და კარიერულ განვითარებას, მეცნიერები გვირჩევენ მივყვეთ ცნობილ ლათინურ ანდაზას და „ვიჩქაროთ ნელა“ ( Festina Lente! )

ახალი კვლევის თანახმად, რაიმეს ნელა კეთება სულაც არ არის სიზარმაცის ნიშანი. პირიქით, ხანდახან ძალიან საჭიროა არ ვიჩქაროთ იმისათვის, რათა უკეთესად კონცენტრირება შევძლოთ.

მეცნიერები გვთავაზობენ იმ 5 რამის სიას, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ადვილად გავუმკლავდეთ სტრესს, დავისვენოთ, გავიუმჯობესოთ განწყობა და უკეთესად მოვახდინოთ კონცენტრაცია, რაც საბოლოო ჯამში ცხოვრების ყველა ასპექტზე დადებით გავლენას მოახდენს.

1. დილა დაიწყეთ ნელა და მშვიდად – იმის მაგიერ, რომ თვალის გახელისთანავე ტელეფონს მივწვდეთ, მეცნიერები გვირჩევენ რამოდენიმე წუთი უბრალოდ დავრჩეთ საწოლში და გამოვიღვიძოთ, შემდეგ კი მშვიდად დავლიოთ რამე და სიმშვიდით დავტკბეთ. კარგია ამ დროს მედიტაციაც.

2. მომართეთ მაღვიძარა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დროზე და მოათავსეთ საწოლიდან მოშორებით, რათა დარეკვისთანავე იძულებული გახდეთ არა მხოლოდ გაიღვიძოთ,არამედ გამოფხიზლდეთ კიდეც. კვლევის თანახმად, მაღვიძარის რამოდენიმეჯერ 5-10 წუთიანი ინტერვალით მომართვა ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე, რადგან ტვინი შუალედებში ვერ ასწრებს ვერც ბოლომდე გაღვიძებას და ვერც ჩაძინებას.

3. ჯანსაღი საუზმე მნიშვნელოვანია – თუკი დილაობით დრო არ გაქვთ, ჩვევად გაიხადეთ საუზმის წინა საღამოს მომზადება. ჯანსაღი საუზმე ადამიანს აძლევს მთელი დღისათვის საჭირო ენერგიის ნახევარს და ამაღლებს განწყობასაც.

4. იყავით მზად დილაობით – იმავე პრინციპით, შეგიძლიატ წინა საჭამოს მოამზადოთ ტანსაცმელი,რომელსაც მეორე დღეს ჩაიცვამთ. ეს საშუალებას მოგცემთ დილას სწრაფად და მარტივად მოემზადოთ ახალი, დატვირთული დღის დასაწყებად.

5. მიიღეთ წყალი – ძალიან კარგი იქნება, თუ დილას ერთი ჭიქა წყლის დალევით დაიწყებთ. ძილის შემდეგ ორგანიზმი დეჰიდრატაციას განიცდის და იფიქრეთ, რომ ეს ერთგვარი შხაპია თქვენი ორგანოებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g