LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „1 ც. შეკვრა ენდრო ჩავყაროთ საშუალო ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ წყალი“ – ნუცა ცისკარიშვილი სააღდგომო კვერცხის შეღებვის წესს გვიზიარებს

255
2025-04-15_23-27-58_597716

ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში სააღდგომო კვერცხის შეღებვის წესს გვიზიარებს:

„კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია ქრისტიანულ სამყაროში, სიმბოლურად, უმძიმეს დღესთან – ქრისტეს ჯვარცმასთან, ანუ ადამის მოდგმის გადასარჩენად დაღვრილ სისხლთან არის დაკავშირებული.

ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

მომზადების წესი:
გამოვიყენე ოჯახურის ენდრო, სადაც დაღერღილი ენდრო და ხახვის ფურცელია მოთავსებული.

1 ც. შეკვრა ენდრო ჩავყაროთ საშუალო ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ წყალი და დავამატოთ 1 ჩ/კ მარილი, ვადუღოთ 20 წთ.

გავაგრილოთ ენდროს ნაყენი 2-3 საათი (თუ დავაყოვნოთ 8-10 სთ. უკეთეს წითელ ფერს მივიღებთ).

ოთახის ტემპერატურის 10 ცალი გარეცხილი კვერცხი ჩავალაგოთ ქვაბში და ავადუღოთ. ადუღებიდან ვხარშოთ 25 წთ. ნელ ცეცხლზე.

მოხარშული წითელი კვერცხი ჩავაწყოთ ცივ წყალში რომ უკეთ გაიფრცქვნას.

წავუსვათ ზეთი სიპრიალისთვის.

ქრისტიანები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას წითელი კვერცხებით ულოცავენ მორწმუნეებს“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.

ფოტო: ,,ჩემი მამიკო 60 წლის გახდებოდა…ოდესმე შევხვდებით მა” – ნუცა ცისკარიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ნუცა ცისკარიშვილი ბევრ შვილზე ოცნებობს: „ოტია კომპლიმენტებით არ გამოირჩევა, ძირითადად, სათქმელს საქმით მაჩვენებს…“

ვიდეო: „უკვე დაჩისთან ერთად“ – ოტია იოსელიანის რძალი, ნუცა ცისკარიშვილი შვილთან, პატარა დაჩი იოსელიანთან ერთად აცეკვდა – ნახეთ უსაყვარლესი კადრები

ვიდეო: „დაჩის ოქროს და პირველი დაბადების დღის ვლოგი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო“ – პატარა იოსელიანი 1 წლის გახდა: ნუცა ცისკარიშვილი უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g