ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია საუბრობს, რა უნდა შემოიტანოს მეკვლემ ოჯახში ახალ წელს და როგორ უნდა შევარჩიოთ ის.
„მეკვლე უნდა იყოს ოჯახში წარმატებული ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ მამაკაცი. თუ ქალბატონი იქნება უკეთესი, რადგან ახლა მოდის ცხენის წელიწადი და ის არის ქალის სექტორში. მეკვლე 12 საათამდე 10-15 წუთით ადრე უნდა იყოს გასული სახლიდან და შემდეგ უნდა შემოვიდეს სახლში.
კარგია თუ მეკვლე შემოიტანს 12 ცალ მანდარინს. ასევე მეკვლეს ევალება შემოიტანოს სახლში იმდენი ლარიანი მონეტა, რამდენი წევრიცაა. მეკვლეს ასევე შემოაქვს ნალი და შვრიის ორცხობილები. მას ასევე შემოაქვს რამე მწვანე, მაგალითად დაფნის ფოთლები. როდესაც სადღეგრძელოს დალევთ ლარიანი მონეტა უნდა ჩააგდოთ ჭიქაში, რაც შემდეგ თქვენს ფინანსურ თილისმად იქცევა. შემდეგ ეს მონეტა ცალკე უნდა შეინახოთ, რათა არ დაგეხარჯოთ“, – საუბრობს ეკა კვარაცხელია.
