ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ობიექტივში მოხვდა ნესტანი, ქალბატონი, რომელსაც 33 წლიანი ლოდინის შვილი შეეძინა.
აღსანიშნავია, რომ ის 13 წლის მანძილზე შვილად აყვანის რიგში იდგა და შემდეგ მოულოდნელად თავისი შეეძინა.
„შინაგანად მქონდა რწმენა, რომ მეყოლებოდა შვილი. ბოლოს საერთოდ არავინ იცოდა, ისე გავიპარე. მეგობარი დამეხმარა და ფული მან მომცა. დავურეკე მეუღლეს და ვახარე. თავიდან ვერ იჯერებდა“, – საუბრობს ქალბატონი ნესტანი.
