პროექტი „ნიჭიერი“ მეათე სეზონის ფარგლებში, „რუსთავი 2“-ის ეთერში გადის და მაყურებელს საოცარი ნომრებით აკვირვებს.
გუშინდელ გამოშვებაში ბევრი საინტერესო გამოსვლა ვნახეთ, მათ შორის გამოვარჩიეთ ანა უზნაძის პერფორმანსი. ის 14 წლის გახლავთ, მოსწავლეა, უამრავი გატაცება აქვს, რომელთა შორის სიმღერას დიდი ადგილი უკავია.
მან „ნიჭიერის“ სცენაზე ინოლა გურგულიას „შენთან“ შეასრულა. ამ სიმღერის არჩევით მან თავიდანვე მოიგო ჟიურისა და მაყურებლის გულები, მაგრამ შესრულებით კიდევ უფრო გაამყარა მოპოვებული სიმპათია და ჟიურის წევრები, შეიძლება ითქვას, „დაადნო“. დარბაზი კი ფეხზე ადგომით შეხვდა ანას ნიჭიერებას…