ლელა წურწუმიამ ბათუმში მორიგი კონცერტი გამართა.
კონცერტი, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, კლუბ „სოჰოში“ შედგა.
კადრებს სოციალურ ქსელში კახი მამულაშვილი გვიზიარებს.
როგორც მამულიჩა აღნიშნავს, ლელა 2 აგვისტოს უფრო მასშტაბურ კონცერტს გამართავს და ამასთანავე ახალ სიმღერასაც წარადგენს.
„ჩემო მეგობრებო დიდი მადლობა ყველას. 2 აგვისტოს შევხვდებით უკვე დიდ სცენაზე, რადგან აქ ვეღარ ვეტევით. ახალი სიმღერის პრეზენტაციაც იქ შესრულდება.
მადლობა ჩემს უმაგრეს მუსიკოსებს და მომღერლებს,“ – წერს კახი მამულაშვილი.