მსახიობი დარეჯან ხაჩიძე გადაცემის ,,ნიკოლოზის კითხვები” სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლეს გაცნობის ისტორიას იხსენებს.
,,28 წლის ასაკში შევხვდი ჩემს მეუღლეს, შემთხვევით გავიცანი. დედ-მამასთან ვიყავი ჩასული, უკან ვბრუნდებოდი, ჩავჯექი ტროლეიბუსში და წინ დამიდგა ახალგაზრდა კაცი, მე თქვენ გიცანითო მითხრა. სახლში მიმაცილა და აქედან დაიწყო ყველაფერი.
კინოსტუდიაში იყო გადამღებ ჯგუფში, ფილმშიც გადაიღეს, თუმცა მსახიობის პროფესია არ გაუგრძელებია. შესაძლოა გულში ეჭვიანობდა ჩემზე, თუმცა მე ამისი მიზეზი არ მიმიცია”, – ამბობს დარეჯან ხაჩიძე.