„ელის ბენდის“ წევრი, მუსიკოსი, ელისაბედ ავალიშვილი სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების უბედნიერეს წუთებს გამომწერებს უზიარებს. მუსიკოსი „ფეისბუქში“ ქორწილის კადრებს აზიარებს და წერს, რომ ბედნიერია:
„4 წუთში ჩატეული ბედნიერება“ – წერს ელისაბედ ავალიშვილი.
ცნობისთვის, ელისაბედ ავალიშვილს, მომღერალმა, გიორგი დათიაშვილმა ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა. წყვილმა ქორწილი გადაიხადა. ელისაბედ ავალიშვილი ულამაზეს თეთრ კაბაში შეუდარებლად გამოიყურებოდა.