5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია, მოდელი ლიკა შენგელია თაკო ჩხეიძეს ესტუმრა „იმედის დილაში“ და ისაუბრა თავის ოჯახზე და თავის მოვლის მისეულ ხერხებზე. ლიკას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი არის ბიზნესმენ თონრიკე ქებურიას მეუღლე, წყვილს 3 შვილი ჰყავს.
ლიკა შენგელია:
„ადრეულ ასაკში გავხდი დედა, შესაბამისად, ბებიაც ძალიან ახალგაზრდა გავხდი. ფორმას ვინარჩუნებ დისციპლინით, რომელიც გამოვიმუშავე. ვვარჯიშობ, სექტემბერში დავიწყე ჩოგბურთზე სიარული, რაც ჩემი ოცნება იყო. ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება, ორი უკვე დიდია, მაგრამ სამი პატარა შვილი მყავს. დღის ოთხამდე მაქვს ჩემი დრო, სანამ სკოლიდან გამოვლენ. ვვარჯიშობ, სახლის საქმეებზე გავდივარ და გამოვდივარ. შვილებსაც სჭირდებათ დროის დათმობა და შვილიშვილებსაც. ვცდილობ, დრო გავანაწილო, მგონია, რომ რაღაცებს ვერ ვასწრებ და არ გამომდის.
დღეში სამჯერ-ოთხჯერ მივირთმევ, ასკეზას ვიღებ, რომ ტკბილი არ ვჭამო. ხანდახან ყველაფრის სწორად გაკეთება არ გამოდის, მაგრამ ვცდილობ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილებიც პატარები არიან, შვილიშვილებიც ჩემი შვილები მგონია. ჩემი პირველი შვილიშვილი რომ გაჩნდა, ჩემი პატარა შვილი იყო ერთი წლის. არასდროს მეგონა, რომ მრავალშვილიანი დედა ვიქნებოდი, უფალმა ინება. მადლობა უფალს… ასე იყო საჭირო, ალბათ, რომ 9 პატარა მყოლოდა, დიდი ბედნიერებაა… მეოთხე შვილიშვილი შემეძინა ახლახან, ჩემს ბიჭს პირველი შვილი შეეძინა.