რამდენიმე თვის წინ, პოპ-ვარსკვლავმა, 63 წლის მადონამ განაცხადა, რომ თავის ბიოგრაფიულ ფილმისთვის სცენარის დაწერა დაასრულა. მას შემდეგ მისი გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან უახლეს ცნობებს. და აი, მადონამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სიმღერაზე, Burning Up ენერგიულად ცეკვავს. მოკლე, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი არტისტი შესანიშნავად გამოიყურება.
„ეს ჩემი ფილმისთვისაა, ეს სიურეალისტური გამოცდილებაა. ვტკბები ამ კლასიკის ფონზე ცეკვით“, – წერს მადონა.
ფილტრით თუ უფილტროდ მადონა შოკისმომგვრელად გამოიყურება – პოპ-დედოფალი +18 ფოტოებს ავრცელებს