მომღერალ მარიამ ელიეშვილს და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილს შვილი რამდენიმე თვის წინ შეეძინათ, რომელსაც საბა დაარქვეს.
მარიამი გამომწერებს შვილის უსაყვარლეს კადრებს უზიარებს და წერს:
„აბა, შეგვაფასეთ“.
კადრებში ჩანს, რომ პატარა საბა „ცდილობს“ დედასთან ერთად იმღეროს.
„მღერის“, „ღუღუნა მტრედი“, „აშკარად მოსწონს დედის ნამღერი“, – ვკითხულობთ კვიდეოს კომენტარებში.
ცნობისთვის, მარიამ ელიეშვილი და გიორგი მჭედლიშვილი დაქორწინების შემდეგ ამერიკაში ცხოვრობენ. წყვილი საბას საქართველოში ჩამოყვანას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
„ეს ვინ გაჩნდა…უსაყვარლესი…“ – მარიამ ელიეშვილის ვაჟი, პატარა საბა 2 თვის გახდა
მარიამ ელიეშვილი: „ისე გამოვიდა, რომ ჩვენს ქორწილში უკვე სამნი ვიყავით, მე გიორგი და პატარა…“