LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აბსოლუტური სენსაცია იყო! 10 წუთის განმავლობაში დარბაზი ფეხზე იდგა! ასეა, როცა აბსოლუტურად განსაკუთრებულ არტისტთან გვაქვს საქმე“ – გიორგი გიგაშვილის კონცერტი ჰაიდელბერგში და უწყვეტი ოვაციები

451
fot

გერმანიაში მცხოვრები ლიზი მამრაძე პიანისტ გიორგი გიგაშვილის მიერ ჰაიდელბერგში გამართული კონცერტის ფრაგმენტებს გვიზიარებს და წერს, რომ გიორგი გიგაშვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.

„ქრისტე აღსდგა მეგობრებო!

აღდგომის დღესასწაულზე იმაზე უკეთესს ვერაფერს გაგიზიარებთ, ვიდრე Gigashvili Giorgiს საოცარი კონცერტის ამბებს ჰაიდელბერგში!!!

აბსოლუტური სენსაცია იყო!

ჰაიდელბერგის საგაზაფხულო ფესტივალის კონცერტებზე 2016 წლიდან დავდივარ, ყოველ წელს! ათასნაირ კონცერტს დავსწრებივარ მაგრამ დარბაზის ასეთი რეაქცია არ მინახავს! 10 წუთის განმავლობაში დარბაზი იდგა ფეხზე, არ წყდებოდა ტაში და ოვაციები!

ასეა, როცა ასეთი ფენომენალური ნიჭის და მასშტაბის, აბსოლუტურად განსაკუთრებულ არტისტთან გვაქვს საქმე, რომელსაც დარბაზის მონუსხვა შეუძლია ყოველი ბგერით ?

გიზიარებთ ფრაგმენტებს ?

პ.ს. ლონდონიდან სპეციალურად ავიღე დილის ექვსსაათიანი რეისი და გუშინწინ საღამოს გვიანობამდე დამატებით ვიმუშავე, რომ სამსახურის საქმეებიც მომეთავებინა და კონცერტისთვის მომესწრო… და კიდევ კარგი, რომ მოვასწარი!!!! ვიდეოებში ჩემი „ბრავოების” კივილითაც მიხვდებით როგორი განწყობით ვიჯექი ?“

„მეორე ადგილი ავიღე.. საქართველო ევროპაა!“ – პიანისტი გიორგი გიგაშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

ნიკოლოზ რაჭველი: „საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე კონკურსებზე. პრესა კი პირდაპირ უწოდებს გიორგის გენიას საქართველოდან…“

„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა

„გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია…იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა” – ნიკოლოზ რაჭველი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები