LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აჩიკო გულედანის ქალიშვილი ამჯერად ნანუკა გულუას დაუპირისპირდა: „შეიძლება, ვინმემ უტიფრად ჩამთვალოს…“

9785
guluanews

მომღერალ აჩიკო გულედანის ქალიშვილი, მარიამი, რომელიც „ფორმულაზე“ თინეიჯერებისთვის განკუთვნილი გადაცემის „ჩატი“ ერთ-ერთი წამყვანია, ლადო ბურდულის შემდეგ, ნანუკა გულუას დაუპირისპირდა.

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი და გადაცემა „ქალების“ წამყვანი და მარიამი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, უნდა უთხრა თუ არა ადამიანს პირდაპირ, რას ფიქრობ მასზე.

ვიდეო: ლადო ბურდულისა და აჩიკო გულედანის შვილის დაპირისპირება ეთერში: „ჯერ ყველანი მონები ვიყავით, ახლა ისეთი თავისუფლება გვინდა, რომ ევროპა გავაკვირვოთ…“

მარიამ გულედანმა აღნიშნა:

„მე შეიძლება, ვინმემ ჩამთვალოს უტიფრად და უტაქტოდ, რადგან ყველანაირი ბარიერის გარეშე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ – თუ ტიპი მგონია გაუნათლებელი, სულელი, ვეტყვი, რომ ვერ აზროვნებ, წაიკითხე, წიგნი წაიკითხეო… შენ თუ ვინმეს რამეს ეტყვი,  შემსუბუქებულად ეტყვი. მე მგონია, რომ შენ ამის გეშინია. ჩვენ ეს ბარიერები არ გვაქვს…“

ნანუკა გულუამ ამ მოსაზრებას ასე უპასუხა:

დიახ, ზუსტად. რატომ შეიძლება, რომ ეს მითხრა? მე ხომ ჩემს აზრს არ გახვევ თავზე. შენ მეუბნები, 21-ე საუკუნეა და ქალბატონო, ისე ვსაუბრობ, როგორც მინდა და ისე მაცვია, როგორც მინდა და უნდა მიმიღო. მე გეუბნები ოქეის და შენ მე რატომ მაბულინგებ?!. ჩემს შემთხვევაში რატომ არ გინდა იმავეს მიღება? რატომ მეუბნები, ქალო, ეს წითელი პომადა რომ გისვია, ფუ, რას ჰგავხარო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g