28 ნოემბრიდან მიმდინარე უწყვეტი აქციების მონაწილეები, პროტესტის მე-40 დღეს, შობის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ.
რუსთაველზე, აქციის მონაწილეების საშობაო ზეიმს შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
შობის ღამეს, რუსთაველის გამზირზე შვილთან ერთად იმყოფებოდა მსახიობი კახა კინწურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსთაველზე მოქალაქეები თანაგრძნობისა და ერთმანეთის გაძლიერებისთვის დგანან.
„აქ ვართ მე და ჩემი შვილი ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა, რომ ეს დღე ჩემი შვილისთვისაც დასამახსოვრებელი იყოს და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.
დღეს არის ბრწყინვალე დღესასწაული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შობა ჩვენს გულებში სიყვარულს, თანასწორობას, პატივისცემას და სოლიდარობას დაბადებს, რაც ამ დღის მთავარი სიმბოლოა.
ადამიანის მთავარი თვისება თანაგრძნობაა და აქ ადამიანები დგანან თანაგრძნობისთვის, იმისთვის, რომ ერთმანეთი გააძლიერონ და ერთმანეთის გაძლიერება ბადებს ძალიან მნიშვნელოვან სივრცეს, რომელიც ქმნის საზოგადოებას, სახელმწიფოს, ოჯახს და უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება“, – თქვა კახა კინწურაშვილმა.
კახა კინწურაშვილი საშობაო აქციიდან"შვილთან ერთად მოვედი… აქ ადამიანები დგანან თანაგრძნობისთვის, იმისთვის, რომ ერთმანეთი გააძლიერონ" | კახა კინწურაშვილი საშობაო აქციიდან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 06 იანვარი, 2025
„ყველას, ვისაც ვიცნობ და აქ არ ხვდება[შობას], ყველას ვეხვეწები შეიგრძნონ ის, რასაც ჩვენ, ყველა აქ ვგრძნობთ.
ახალი წლის შემდეგ, არც წარმომედგინა, რომ ამ დღესასწაულის გატარება შეიძლება სადმე სხვაგან, ან სახლში. ეს ძალიან ძლიერი მუხტია და ძალიან დიდი ბედნიერების განცდაა ამ ხალხთან ერთად, აქ დგომა“, – აღნიშნა რუსთაველის გამზირზე მყოფმა მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ.
ირაკლი კვირიკაძე საშობაო აქციიდან"არც წარმომედგინა, რომ ამ დღესასწაულის გატარება სადმე სხვაგან შეიძლება… ძალიან დიდი ბედნიერების განცდაა აქ დგომა ამ ხალხთან ერთად" | ირაკლი კვირიკაძე საშობაო აქციიდან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 06 იანვარი, 2025
რუსთაველის გამზირზე შეხვდა შობას მომღერალი ნუცა თოფურიაც:
„ბავშვობიდან მჯერა შობის სასწაულის და ბავშვობიდან, გულით ჩაფიქრებული ყველა სურვილი მისრულდებოდა. მგონია, რომ გულით ჩაფიქრებული ეს სურვილიც ამისრულდება. შობის ღამეს სასწაულები ხდება და მე მჯერა სასწაულების, იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა სასწაულებს ვიმსახურებთ“, – თქვა მომღერალმა.
ნუცა თოფურია საშობაო აქციიდან"ბავშვობიდან, გულით ჩაფიქრებული ყველა სურვილი მისრულდება, მჯერა, რომ ახლაც ასრულდება…" | ნუცა თოფურია საშობაო აქციიდან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 06 იანვარი, 2025