LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აღარასოდეს არ დამიწეროთ რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი უფრო წარმატებული იქნებოდიო, საწყენიცაა და უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ზუსტად საიდანაც ვარ ეგ ადგილი ვასახელო!“ – ნუკა კვალიაშვილი

495
ნუკა კვალიაშვილი

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი Facebook-ზე საკუთარ ნამღერს გვიზიარებს და წერს, რომ ამაყობს იმით რომ ქართველია. როგორც ნუკა წერს, საწყენია, როდესაც ეუბნებიან, რომ „საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი უფრო წარმატებული იქნებოდიო“, რადგან უფრო მეტი მოტივაცია აქვს საქართველო ასახელოს.

„ძალიან ძალიან ბევრჯერ ვუსმენ კონკრეტულ მომენტს, სადაც ვიცი რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს და აქამდეც მედო ეს ვიდეო, მაგრამ კიდევ დავდებ, რადგან ვამაყობ, რომ ზუსტად ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა და პირველ რიგში რატომაც ვამაყობ არის ის, რომ ვარ ქართველი და ვიღაცები თავიანთ ხალხს, თავიანთი ქვეყნიდან თუ დებენ ამ სიმღერით მე ჩემ ნამღერს დავდებ და ვიტყვი რომ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ვარ 🇬🇪

ყველაფერი წინ არის მე არ გავჩერდები. მიყვარხართ 🇬🇪 ჩემი პატარა საქართველოდან მსოფლიომდე გავიტან ამ ხმას და სულ ვიამაყებ რომ ქართველი ვარ ! აღარასოდეს არ დამიწეროთ რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი უფრო წარმატებული იქნებოდიო, საწყენიცაა და უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ზუსტად საიდანაც ვარ ეგ ადგილი ვასახელო! ჩემი საქართველო!“, – წერს ნუკა კვალიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g