ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ევროპიდან ვიდეო ისტორიების მომზადებას იწყებს.
„დიდი პაუზა მქონდა აღებული ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში და ახალ ეტაპზე გადავდივარ. ვღელავ, მაგრამ თქვენი თანადგომის იმედი მაქვს.
მინდა დავიწყო და შევქმნა ჩემი სივრცე, სადაც პატარა ვიდეო ისტორიებს მოგიყვებით“, – აცხადებს დავით კიკალიშვილი.
Posted by David Kikalishvili on Monday, 28 August 2023