მალე, ეკრანებზე ზოი კრავიცის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი – Blink Twice გამოვა. მძაფრსიუჟეტიან თრილერში მოქმედება მაგნატის მიერ საკუთარ კუნძულზე მიპატიჟებული მიმტანის გარშემო განვითარდება. კინოსურათში, რომლის პრემიერა 23 აგვისტოსაა ჩანიშნული, მთავარ როლებს – ნაომი ეკი და თავად რეჟისორის საქმრო, ჩენინგ ტატუმი განასახიერებენ.
ზოი კრავიცმა პირველ სარეჟისორო პროექტზე მუშაობის შესახებ, 2017 წელს განაცხადა. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება – Pussy Island იყო. ის მექსიკაში გადაიღეს.