„რუსთავი 2“-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გასულ ეპიზოდში აუდიტორიამ კიდევ ერთი საინტერესო რესპონდენტი გაიცნო – 100 წლის ნინა მესხი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, დღეს კი სოფელში მარტო ცხოვრობს.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ნინა მესხს მშობლებთან განშორება 5-6 წლის ასაკში მოუწია. მისი მშობლები საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებმა იმსხვერპლა, თავად კი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. მოგვიანებით ის შვილად აიყვანეს, მომავალი მეუღლე კი გიბრალტარის პორტში გაიცნო, შემდეგ ნინა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მეუღლის სამშობლოში, საქართველოში გადასახლდა.
„ახალგაზრდობაში ვცეკვავდი, ძალიან მხიარული ვიყავი… ჩემს ოჯახში კარგი ხალხი მოდის, სულ სტუმარია“, – აღნიშნავს ნინა მესხი.
👵🏼🙏🏽🏠 100 წლის ნინა ბებო სოფელში მარტო ცხოვრობს და საოჯახო საქმეს უძღვება👵🏼🙏🏽🏠 100 წლის ნინა ბებო, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, დღეს კი სოფელში სულ მარტო ცხოვრობს, საოჯახო საქმეს დაუზარელად უძღვება და უგემრიელეს პურსაც საკუთარი ხელით აცხობს 👧🏻❤️ საუკუნის მოხუცებულს საყვარელი ადამიანები არ ივიწყებენ, მას ხშირად სტუმრობენ და სიყვარულსა და ყურადღებას მთელი გულით უნაწილებენ ✍🏼 #ელენე_მირიანაშვილი
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 14 აპრილი, 2025