აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ახალ ვიდეორგოლს გვიზიარებს, რომელიც სიმღერაზე Falling არის გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ კლიპის რეჟისორი ასევე აშშ-ში მცხოვრები შემსრულებელი, ნუცა შანშიაშვილი გახლავთ.
ნუცა და ალექსანდრე უკვე დიდი ხანია, მეგობრობენ და როგორც ჩანს, მათი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
უცხოური აუდიტორიისთვის ალექსანდრემ ფსევდონომი Ale Zander შეარჩა.
აღსანიშნავია, რომ ეს ალექსანდრესთვის პირველი მუსიკალური ვიდეოა.