LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ დაშორებამდე კიდევ ვიყავით დაშორებულები… მერე მითხრა, მოდი, გავტესტოთ და დავაკვირდები, რამდენად მინდა შენთან ერთადო… მისთვის სუსტი ვიყავი…“ – როდის დაეწყო მარი ნაკანს მენტალური პრობლემები

3635
მარი ნაკანი

მარი ნაკანი გვანცა დარასელიას პოდკასტში რთულ პერიოდებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლესთან დაშორების ექვსთვიანი პერიოდი ადრეც ჰქონდა:

„ჩვენ შარშანაც დავშორდით, დიდი პაუზა გვქონდა, ექვსი თვე. მერე, რომ შევრიგდით, მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები, მენატრებოდა ჩემი გიორგი. გამიჭირდა შეგუება და იმის მიღება, რომ გიორგი აღარ არის ჩემზე მზრუნველი და დაფეთებული. გიორგი ყოველთვის იყო ჩემზე ორიენტირებული. თითქოს გაუტკბა ის დისტანცია და ამპარტავნებასა და ეგოიზმში შევიდა. მეორედ, როცა შემირიგდა, მისთვის მე ვიყავი სუსტი, აღიზიანებდა ჩემი ხასიათის დეფექტები, ისე, როგორც არასდროს ადრე. შეიძლება, სხვა ქალბატონი გაიჩინა… ამან მე დამარტყა. მაშინ აღარ უნდა შეურიგდე. მერე იმ ადამიანს აღარ უნდა მისცე იმედი, როცა კარი გაიჯახუნე… მე მითხრა, მოდი, გავტესტოთ და დავაკვირდები, რამდენად მინდა შენთან ერთადო. სატესტო რეჟიმში რომ გსვამენ, ძალიან იძაბები. ვიღაცა უნდა დაგაქასთინგოს. სატესტო რეჟიმი ჩემთვის ძალიან რთული იყო, სატესტო რეჟიმში მომაქცია. პატარა ხარვეზსაც თითქოს აფიქსირებდა, რაღაც არ გამოგდისო… მე ვერ ვცნობ ჩემს საყვარელ მეგობარს… აქედან დაიწყო… ჩემიანი ადამიანი უცებ რომ გახდა ხისტი, ცივი და ცინიკური, ამან ძალიან დამარტყა. ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც ძალიან მოწყვლადები ვართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g