LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ დიდმა სიყვარულმა ძალიან ბევრი დამაკლო“ – ინტერვიუ ნანა დათუნაშვილთან, რომელიც მისი მეუღლის, იოსებ გოგიჩაიშვილის გარდაცვალებამდე ჩაიწერა

792
ნანა დათუნაშვილი

10 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„არაჩვეულებრივი არტისტი, ჩვენი გოგიჩას მამა წავიდა თავის უსაყვარლეს შვილთან“ – 86 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

იოსებ გოგიჩაიშვილის გარდაცვალებამდე, ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემამ „ნიკოლოზის კითხვები“, ინტერვიუ მის მეუღლესთან – ნანა დათუნაშვილთან ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ იოსებისა და ნანას წყვილი ყოველთვის გამორჩეული იყო და მათი სიყვარულის ისტორიითაც საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა.

„ნიკოლოზის კითხვების“ აღნიშნული ეპიზოდი ეთერში 25 დეკემბერს გავა, მანამდე კი ვრცელდება გადაცემის ანონსი, რომელშიც ნანა დათუნაშვილი მეუღლეზე, შვილზე – გიორგი გოგიჩაიშვილსა და კარიერაზე საუბრობს.

„ამ დიდმა სიყვარულმა ძალიან ბევრი დამაკლო – „სოსოს არ ეწყინოს“, „სოსოს რომ არ მოეწონოს“ – ამიტომ ყველგან უკან ვრჩებოდი“, – აღნიშნავს ნანა დათუნაშვილი.

ამასთან, მსახიობი დიდ პროფესიულ იმედგაცრუებაზეც საუბრობს და აღნიშნავს: „სცენაზე რომ ავედი, მომხსნეს როლიდან“.

„ჩემი უსაყვარლესი ბაბუ! შენს რამხელა სიყვარულს დავატარებ გულით, შენ კი იცი! ჩვენი ბავშვობა დაბადების წამიდან დაუვიწყარი გახადე… არ არსებობს ადამიანი, ვისაც სოსიკოსთან შეხება ჰქონია და სიგიჟემდე არ უყვარს! ურთულესია, შენთან დამშვიდობება“ – ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები ბაბუას, იოსებ გოგიჩაიშვილს ემოციურად ემშვიდობებიან

„ჩემმა, ჩვენმა ყველაზე დიდმა გოგიჩამ ასე გადაწყვიტა, წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა“ – ნათია ბანძელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🟠 მსახიობების, ნანა დათუნაშვილისა და სოსო გოგიჩაიშვილის წყვილი ყოველთვის გამორჩეული იყო ❤️ 🔴 როდესაც ეს ინტერვიუ ჩავწერეთ, სოსო გოგიჩაიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჩვენს საუბარს იმავე ოთახში სავარძელში ჩაჯდარი უსმენდა 🫶🏻 ინტერვიუს დადება იმ დროს გვიწევს, როცა ბატონი სოსო გარდაცვლილია 💔 🟣 მათი შვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი (გოგიჩა) ყველა თაობის საყვარელ ტელეწამყვანად გვახსოვს 🤍 🟤 გოგიჩას გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლები ინტერვიუს თითქმის არ თანხმდებოდნენ, მაგრამ ამჯერად, ქალბატონი ნანა გაგვესაუბრა და საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს 🫶🏻 🟣 ოთხშაბათს, 25 დეკემბერს 21:00 Tvc-ზე შევხვდებით 🤍 გამოგვყევით ინსტაგრამზე – https://www.instagram.com/nikaloz_khachidze/profilecard/?igsh=eWdnMDhvZzV0b2hh 💫

Posted by ნიკოლოზის კითხვები • Nikoloz's questions on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g