ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში მყოფი, ანა ურუშაძე სოციალური ქსელის მეშვეობით დახმარებას ითხოვს.
ანა ურუშაძე სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ეს ბიძაჩემის სახლია, ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნება გვიშველოთ, ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს..
წუხელ უკეთ მივხვდი რას განიცდიდნენ შოვის ხალხი, გავრბოდი და გზა არ იყო, ბავშვს სიცივისგან აკანკალებდა, ჩემ ლოგინში მინდა მეძინებაო“, – წერს ანა ვიდეოს კომენტარში.
ეს ბიძაჩემის სახლია, ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემ 3 წლის ბავშვს? იქნება გვიშველოთ ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს
Posted by ანა ურუშაძე on Friday, September 8, 2023
გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს
გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.