LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ სიმღერას უცრემლოდ ვერ მოუსმენ“ – მარიამ შენგელიას, ნუცა თოფურიას და გიორგი გასვიანის მიერ ექსპრომტად შესრულებული „ვაგიორქო მა“

299
მარიამ შენგელია

მომღერალმა მარიამ შენგელიამ, რომელიც „სიცრუის დეტექტორის“ გასულ ეპიზოდს სტუმრობდა, გადაცემაში ექსპრომტად იმღერა.

ვიდეო: „პანიკური შეტევები მქონდა, მანქანაში ჩაჯდომისაც მეშინოდა“ – რას ჰყვება მარიამ შენგელია

მარიამთან ერთად, ხმებში ამღერდნენ მისი მეგობარი ნუცა თოფურია და გადაცემის წამყვანი გიორგი გასვიანიც, საბოლოო ჯამში კი მეგრული „ვაგიორქო მა“ სამ ხმაში შესანიშნავად გაჟღერდა და როგორც აუდიტორიის, ისე მოგვიანებით გადაცემის მაყურებლების აღფრთოვანებაც გამოიწვია:

„სამივე რა კარგები ხართ“, „აი, მართლაც რას ნიშნავს მეგრული გენი“, „ტკბილი მეგრული, ამ სიმღერას ხმის გარდა, დიდი მგრძნობელობა სჭირდება, რომელიც მეგრელებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია, ამ სიმღერას უცრემლოდ ვერ მოუსმენ“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „ნუცა თოფურია მაქსიმალურად ერევა ყველაფერში..“ – მარიამ შენგელია პასუხობს კითხვას, უჩხუბია თუ არა მამაკაცის გამო, საუკეთესო მეგობარ ნუცა თოფურიასთან?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები