LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ წამისთვის ღირდა სიცოცხლე… თითქოს ჩემიც აღარ არის, ყველასი გახდა…“ – რას ამბობს მერაბ სეფაშვილი სიმღერაზე, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა

585
მერაბ სეფაშვილი

„ეს არ იყო უბ­რა­ლო გა­მარ­ჯვე­ბა, ეს არ იყო უბ­რა­ლოდ თა­მა­ში, ეს იყო დიდი ბრძო­ლა, რაღაც სხვა ამ­ბის­თვის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა მთელ ქვე­ყა­ნას და თი­თო­ე­ულ ადამიანს და ეს გა­მარ­თლდა“, – ასე იხსენებს მომღერალი მერაბ სეფაშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების დღეს, 26 მარტს და საუბრობს სიმღერაზე „ზღაპრის ბოლო კეთილია“, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

„პირველ რიგში, მადლობა ქომაგებს, სხვადახვა თამაშებზე გლობალურად მღეროდნენ ამ სიმღერას, იგრძნობოდა, რომ თვითონ ბიჭებსაც უყვარს ეს სიმღერა, ყოველთვის უყვარდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მაგრამ ახლა იყო პიკი…

სხვანაირი ელფერი მიიღო ამ სიმღერამ, თითქოს ჩემიც აღარ არის, ყველასი გახდა… ჩემთვის ეს დიდი ემოციაა… როდესაც იმ ღამეს მთელი საქართველო მღეროდა ამ სიმღერას, ვფიქრობდი, რომ ამ წამისთვის ღირდა სიცოცხლე…“, – ამბობს მერაბ სეფაშვილი TST სპორტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები