LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამდენ მიტოვებულ ძაღლს რომ ვუყურებდი გზად, მათთვის ვყიდულობდი საჭმელს და ასე მოვედი აქამდე“ – გაიცანით მძღოლი, რომელიც გზაზე შემხვედრ მშიერ ძაღლებს კვებავს 

155
Untitled design (20)

მძღოლი, ვეფხო ლოლაშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გადაცემის „დილა ფორმულაზე“ სიუჟეტში, რომელსაც არაერთი წელია მგზავრები თბილისი-ლაგოდეხის მარშრუტით გადაჰყავს, გზად კი მშიერ-მწყურვალი ძაღლების გამოკვება არ ავიწყდება.

როგორც ვეფხო ამბობს, მიუსაფარი ძაღლების გამოკვება ეტაპობრივად დაიწყო, ახლა კი გზად ყოველთვის აჩერებს მანქანას, რათა ცხოველები დააპუროს.

„ჩემმა ნაცნობმა ბიჭმა გაუშვა ძაღლი კონკრეტულ ადგილზე და იმ ძაღლს ვაჭამე, მერე სხვა ძაღლებიც გამოჩნდნენ..

ამდენ მიტოვებულ ძაღლს რომ ვუყურებდი გზად, მათთვის ვყიდულობდი საჭმელს და ასე მოვედი აქამდე,“ – ამბობს ვეფხო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g