„ნიჭიერის“ კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომერი ანდრე გომონოვის მონაწილეობით შემოგვთავაზეს. მან ჟიურის წევრები დანების სროლით შეაშინა, თუმცა, რასაკვირველია, დანები მათი მიმართულებით არ გაუსროლია, მიუხედავად ამისა, რუსკა მაყაშვილი მაინც სტეფანეს ზურგს უკან იმალებოდა.