LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ანდრო 6 წლის“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა მოქალაქეებს შობას შვილის ბავშვობის კადრებით ულოცავს

225
ანდრო ჭიჭინაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეორგოლის მონაკვეთს, რომელშიც ანდრო მონაწილეობს. აღნიშნული კადრებით ლიკა გუნცაძე მოქალაქეებს შობას ულოცავს.

ბაკურ ბურდულისა და მეგობრების სიმღერის „გილოცავ ახალ წელს“ ვიდეოკლიპში ბაკურ ბურდულს სწორედ პატარა ანდრო განასახიერებს. კადრებში ანდრო ჭიჭინაძე 6 წლის არის.

„ეს ანდრო 6 წლის. გილოცავთ!“ – წერს ლიკა გუნცაძე ვიდეოს აღწერაში.

„ძალიან მძიმეა, როდესაც შენი შვილი ციხეშია, მაგრამ ასევე მძიმეა, როცა ვხედავ როგორ ეპყრობიან ადამიანებს, რომლებსაც სამშობლო უყვართ“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

ეს ანდრო 6 წლის❤️გილოცავთ !

Posted by Lika Guncadze on ორშაბათი, 06 იანვარი, 2025

„დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მხნედ არის, მეც ვიქნები ძალიან მხნედ, ვიბრძოლებ, ვისაც დავჭირდები, ნებისმიერ დედას შეუძლია მომმართოს და ყველას გვერდზე ვიქნები აბსოლუტურად“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g