საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა საბავშვო ევროვიზია 2025-ის კონკურსზე მესამე ადგილი მოიპოვა.
ანიტამ ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობა 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
ანიტა აბგარიანმა სიმღერა SHINE LIKE A STAR შეასრულა, რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძეა.
ფინალური შოუს დაწყებამდე ანიტა აბგარიანმა რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ საკუთარ ემოციებსა და მოლოდინებზე ისაუბრა: „მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად ვიმღერო და წარვადგინო საქართველო“.
