დღეს გოგი დოლიძის დაბადების დღეა.
ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი 70 წლის გახდებოდა.
ანრი ჯოხაძე საკუთარი კონცერტიდან აზიარებს ვიდეოს, სადაც მისი და გოგი დოლიძის ერთგვარი „დუეტი“ შედგა სიმღერაზე „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო“.
„დღეს ლეგენდარული გოგი დოლიძის დაბადების დღეა“, აღნიშნავს ანრი გამოქვეყნებულ პოსტში.