LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მინდა ჩემი ქვეყანა მოექცეს იმ ბლოკში, რასაც ჰქვია – რუსეთი, ჩინეთი, ირანი და მთელი ცივილიზებული სამყარო დარჩეს სხვა მხარეს“ – ნინო სუხიშვილი

138
ნინო სუხიშვილი

„არ მინდა ჩემი ქვეყანა მოექცეს იმ ბლოკში, რასაც ჰქვია რუსეთი, ჩინეთი, ირანი და მთელი ცივილიზებული სამყარო დარჩეს სხვა მხარეს, ნამდვილად არ მინდა ეს და არც არავის არ უნდა,“ – ამის შესახებ ნინო სუხიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც სუხიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული კრიზისი სახელმწიფომ უნდა დაძლიოს და საჭიროა მოხდეს გარკვეული ცვლილებები.

ვიდეო: „ვერ დავიჯერებ რომელიმე ქართველს არ უნდოდეს თავისი ქვეყნის კარგად ყოფნა და ნათელი მომავალი“ – ნინო სუხიშვილი

„ქვეყანაში ისეთი კრიზისია, ამ კრიზისის მართვა არის აუცილებელი. ახალგაზრდები არ გაჩერდებიან, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდები, იქ ყველა თაობა დგას. ყველა პროფესიის წარმომადგენელი. ჯერ რა შთამბეჭდავია სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულების მარშები.

ეს ხომ არ არის ძალით, ავტობუსით ჩამოსული ხალხი, ისინი მოდიან თვითონ. ეს არის ერთიანობა ზუსტად ჩვენი ქვეყნის.

როგორ შეიძლება მხოლოდ რუსეთი აქებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის? და სხვა, მთელი მსოფლიო არ გაღიარებდეს და აპროტესტებდეს შენს საქციელს. ეს ხომ თეთრი და შავია. უბრალოდ ადამიანს, რომელსაც არ უნდა რაღაცის დანახვა, ის არ ხედავს.

რეალურად სახელმწიფომ უნდა დაძლიოს ეს კრიზისი. რაღაცის დათმობაზე უნდა წავიდეს.

ცვლილება აუცილებელია, ფაქტია, რომ აუცილებელია.

არ მინდა ჩემი ქვეყანა მოექცეს იმ ბლოკში, რასაც ჰქვია – რუსეთი, ჩინეთი, ირანი და მთელი ცივილიზებული სამყარო დარჩეს სხვა მხარეს, ნამდვილად არ მინდა ეს და არც არავის არ უნდა,“ – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g