LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მიწყინონ ქალბატონებმა, მაგრამ არ მომწონს როდესაც ერთმანეთს ემსგავსებიან გოგონები, ერთმანეთს ჰგვანან“ – ირმა სოხაძე ასაკის მატების შესახებ საუბრობს

270
2025-07-02_00-11-26_199636

მომღერალი ირმა სოხაძე კოტე მათითაშვილის პოდკასტის სტუმარია, რომლის ეთერშიც ასაკის მატების შესახებ თავის შეხედულებას გვიზიარებს.

„ის კი არა, რომ ჩემი თავი მომწონს, ვგიჟდები და უკეთესი არ შეიძლება რომ ვიყო. მაგრამ ადამიანი რომ ბერდება, ეს კი არ უნდა გააპროტესტოს, არამედ უნდა შეეგუოს, შეყვეს. ის კი არა რომ იქ რაღაც დაჩამიჩდა და ჩამოეკიდა ყველაფერი.

ცოტა ივარჯიშოს, ცოტა ფეხით იაროს, უკეთესად იკვებოს სასარგებლო პროდუქტებით. გოჭებზე და მწვადებზე უარი თქვას, ტკბილეული საერთოდ ამოიღოს. 30 წელი ვეწეოდი და მავნე ჩვევებიც უნდა მოვიშოროთ.

კი არ ბერდები, დრო მიდის და შენც მიყვები, ცხოვრობ. არ მიწყინონ ქალბატონებმა, მაგრამ არ მომწონს როდესაც ერთმანეთს ემსგავსებიან გოგონები, ერთმანეთს ჰგვანან“, – ამბობს ირმა სოხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g